ლუცა: ელვის სისწრაფით მიმავალმა ავტომანქანამ 24 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
ლუცა: ელვის სისწრაფით მიმავალმა ავტომანქანამ 24 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
ლუცაშ უბედური შემთხვევა შაბათს მოხდა, როცა ლურჯი ავტომანქანა, რომელსაც 29 წლი მძღოლი არტემიდოსის გამზირზე რაფინასკენ მიმავალ გზაზე ელვის სისწრაფით მართავდა. გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭის გაჩერებულ მანქანას უკნიდან შეეჯახა.
ახალგაზრდა, რომელიც ახალი გადმოსული იყო მანქანიდან ძლიერი შეჯახების შედეგად ჰაერში ავარდა და თავით დაენარცხა ასფალტს. ლურჯი ავტომანქანა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, კიდევ 2 ფეხითმოსიარულეს შეეჯახა.
გარდაცვლილი საბერძნეთში მეგობრის უნივერსიტეტის დამამთავრებელი წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად იყო ჩამოსული.
ასფალტზე უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილიშვილი ბებიამაც დაინახა, რადგან უბედური შემთხვევა მისი სახლის წინ მოხდა.
