Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

მაკის ვორიდისი პრემიერ მინისტრის შეთავაზებას, გამხდარიყო ემიგრაციის მინისტრი გარკვეული წინაპირობით დათანხმდა

მაკის ვორიდისი პრემიერ მინისტრის შეთავაზებას, გამხდარიყო ემიგრაციის მინისტრი გარკვეული წინაპირობით დათანხმდა

მაკის ვორიდისი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას გამხდარიყო ემიგრაციის ახალი მინისტრი იმ პირობით დათანხმდა, რომ მიეცემოდა სრული თავისუფლება ემართა ემიგრაციის სამინისტრო თავისი შეხედულებისამებრ.

“მაქვს ძალიან კონკრეტული და მტკიცე შეხედულებები ემიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამ შეხედულებებისამებრ მინდა ვიმოქმედო.” – განუცხადა მაკის ვორიდისმა კირიაკოს მიცოტაკისს.

პრემიერ მინისტრი კი მაკის ვორიდისის წაყენებულ წინაპირობას დათანხმდა იმ პირობით, რომ მისი თითოეული მოქმედება და გადაწყვეტილება იქნებოდა ევროკონვენციისა და საერთაშორისო კანონებთან თანხვედრაში.

პოლიტიკა, რომლის გატარებასაც მაკის ვორიდისი სევი ვოლუდაკისთან ერთად გეგმავს, საკმაოდ მკაცრია და ითვალისწინებს დეპორტის რიცხვის ზრდას, საბერძნეთში ლეგალური გზით ბინადრობის მოწმობის წინაპირობების გამკაცრებას და პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მკაცრ კონტროლს. 

სევი ვოლუდაკის პასუხისმგებლობაში მეურვეების გარეშე დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი ბავშვები და მოწყვლადი ჯგუფის ადამიანების ბინადრობის მოწმობების კატეროგირა შედის.

გამკაცრდება საზღვრებზე კონტროლი ქვეყანაში არალეგალური ემიგრაციული ჯგუფების ნაკადის შემოდინების აღმოსაფხვრელად. დღესდღეისობით საბერძეთის ტერიტორიაზე 870 000 ლეგალური უცხო ქვეყნის მოქალაქეა ხოლო დაახლოვებით 100 000 არალეგალი. სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად საბერძნეთის საზღვაო საზღვრებს 100-მდე ადამიანი კვეთს არაკანონიერად.

ემიგრაციის ახალი მინისტრის პოლიტიკა ითვალისწინებს დახურულ სივრცეებში ე.წ ბანაკებში განთავსებას იმ იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომლებსაც პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვენ. ბანაკებში გაჩერება ვორიდის ხელისუფლებაში მოსვლამდე მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ეხებოდა, ახლა კი სურთ რომ ყველა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი ბანაკში განთავსდეს გადაწვეტილების მიღებამდე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *