Latest news
20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიქართველები საბერძნეთში

მაკის ვორიდისი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს

მაკის ვორიდისი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს

საბერძნეთის ემიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის მინისტრი არ ერიდება რადიკალურ განცხადებების გაკეთებას და აქტიურად წარადგენს სხვადასხვა კანონპროექტს პარლამენტში საემიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად საბერძნეთის ტერიტორიაზე.

ამჯერად გადაცემა «Ημερολόγιο»-ში განაცხადა, რომ უკვე წააყენა ინიციატივა განსაკუთრებული წესით ე.წ. “7 წლიანი” ბინადრობის მოწმობის კატეგორიის გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტის მოსმენა საბერძნეთის პარლამენტში ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი. კანონპროექტს დეპუტატები მისცემენ ხმას და იმ შემთხვევაში თუ მაკის ვორიდისის ინიციატივას დეპუტატების უმეტესობა დაუჭერს მხარს გადაიგზავნება საბერძნეთის პრეზიდენტთან ხელმოსაწერად, რომელსაც 1 თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ დაადასტუროს კანონპროექტის კანონიერება და გამოაქვეყნოს ის, რათა ძალაში შევიდეს. მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ არის შესაძლებელი “7 წლიანი” კატეგორიის გაუქმება. ხოლო თუ ვერ მოაგროვებს აღნიშნული ინიციატივა საკმარისი ხმების რაოდენობას კანონი დარჩება ძალაში და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში იმყოფებიან საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ განაცხადის გაკეთებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *