სასტიკი დანაშაული ხალკიდაში: მკვლელს წარსულში ჰქონდა ურთიერთობა მსხვერპლთან და გამუდმებით იწვევდა ინციდენტებს
სასტიკი დანაშაული ხალკიდაში: მკვლელს წარსულში ჰქონდა ურთიერთობა მსხვერპლთან და გამუდმებით იწვევდა ინციდენტებს
მამაკაცმა ქალს დაშორება მოსთხოვა – ქალმა კი გადაწყვიტა რომ ის მოეკლა.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 38 წლის ქალმა ინციდენტი გამოიწვია 43 წლის დურგლის საკის ნიკოლაუს მიმართ, რომელიც მან ოთხჯერ დანით დაჭრა ელეფთერიუ ვენიზელოუს ცენტრალურ ქუჩაზე ხალკიდაში. მიზეზი კი ის იყო რომ მამაკაცმა მას გამოუცხადა, რომ შეწყვეტდა მათ კავშირს რადგან მისმა მეუღლემ ყველაფერი გაიგო და მას ოჯახის დანგრევა არ სურდა.
ამ დროისთვის ცნობილია რომ 43 წლის მამაკაცი ადგილობრივ საზოგადოებაში კარგად იყო ცნობილი, მას მკვლელთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. მსხვერპლის მეუღლეს ეჭვები ჰქონდა რომ იგი მას ღალატობდა და თვალთვალის შემდეგ მან მამაკაცი საყვარელთან ერთად ფაქტზე დაიჭირა.
ამის შემდეგ 43 წლის მამაკაცმა 38 წლის საყვარელს განუცხადა, რომ ისინი უნდა დაშორებულიყვნენ, რადგან მას არ სურდა ოჯახის დანგრევა.
ქალმა ვერ მიიღო მისი გადაწყვეტილება და რამდენჯერმე გამოიწვია ჩხუბი და ინციდენტები, ის მოითხოვდა რომ მამაკაცი ცოლს გაყრომოდა და მასთან დარჩენილიყო. როდესაც მიხვდა, რომ დურგალი მტკიცედ უარყოფდა მეუღლესთან დაშორებას, მან მიიღო გადაწყვეტილება რომ შურს იძიებდა მამაკაცზე რომელიც როგორც მას მიაჩნდა მას ატყულებდა.
ის ჩაუსაფრდა ყოფილი პარტნიორის მანქანას რომელიც მას სახლთან ახლოს ეყენა, ქალაქის მეოთხე სკოლის გვერდზე და როგორც კი შაბათს დილის საათებში დაინახა რომ მამაკაცი მანქანას მიუახლოვდა მაშინვე სცადა მასთან დაახლოვება. ინციდენტმა კამათი გამოიწვია, რომლის ხმებმა აიძულა დურგლის ცოლი აივანზე გასულიყო და იქიდან შესწრებოდა მეუღლის ველურ მკვლელობას. მოულოდნელად მან დაინახა, რომ მისი მეუღლის ყოფილმა საყვარელმა, რომელიც უკონტროლო მდგომარეობაში იყო, ორი დანა ამოიღო და მის ქმარს დაესხა თავს, ერთ-ერთი დანა მან მამაკაცს ოთხჯერ დაარტყა სხეულში, გულთან ახლოს.
ქალმა ყვირილი დაიწყო რომ მის მეუღლეს კლავდნენ, რაზეც მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციელებს, რომლებიც ადგილზე მაშინვე მივიდნენ, მკვლელი ადგილზე მოკლულთან ჩაცუცქული დახვდათ. 38 წლის ქალი 43 წლის საკის ნიკოლაუს სისხლით დაფარული ტანსაცმელით იდგა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე თავის დაპატიმრებას ელოდა.
პოლიციელებმა დურგლის მანქანის მძღოლის კარის გვერდით მეორე სისხლიანი დანა აღმოაჩინეს და მიმდინარეობს გამოკვლევა, რათა დადგინდეს გამოიყენებული იქნა თუ არა ის ცივსისხლიან მკვლელობაში.
38 წლის ქალის დაკითხვა მიმდინარეობს რათა მან საკუთარი ვერსია წარადგინოს იმის თაობაზე, თუ რა მიზეზებმა უბიძგა მას დაესრულებინა 43 წლის მამაკაცის სიცოცხლე.