ირაკლიო: მამაკაცმა ყოფილი მეუღლის კარი ჩაამტვრია და დაემუქრა
ირაკლიო: მამაკაცმა ყოფილი მეუღლის კარი ჩაამტვრია და დაემუქრა
ინციდენტი კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოში მოხდა, მიუხედავად იმისა რომ მამაკაცის მიმართ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება რომ ის თავის ყოფილ მეუღლეს 12 მეტრში არ მიახლოებოდა.
მამაკაცი აღნიშნული ქმედებისთვის დააკავეს.
cretapost-ის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი, ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა და კართან ყვირილი და მუქარა დაიწყო. ეს მორიგი ოჯახური ძალადობის ინციდენტია. ქალმა კარი არ გააღო რის შემდეგაც 42 წლის მამაკაცმა იგი წიხლებითა და მუშტებით შეამტვრია.
საბედნიეროდ, მისმა ყოფილმა მეუღლემ მოასწრო პოლიციაში ზარის განხორციელება, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე ეკიპაჟი მივიდა და მამაკაცი კიდევ ერთხელ დააკავა.
42 წლის მამაკაცი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო მის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქმე აღიძრა. სავარაუდოდ, მას დღეს პროკურატურაში წარადგენენ.