Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

მამაკაცმა ცოლის ძმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ის მის ქალიშვილს 9 წლის ასაკიდან აუპატიურებდა

მამაკაცმა ცოლის ძმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ის მის ქალიშვილს 9 წლის ასაკიდან აუპატიურებდა

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საბერძნეთში კრიმინალურმა დანაშაულებებმა საგრძნობლად იმატა.

ამჯერად, ცნობლი გახდა 33 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი. დანაშაული მოკლულის 50 წლის სიძემ ჩაიდინა, რომელიც მოკლულს შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. მოკლული, რომელიც მკვლელის ქალიშვილს 9 წლის ასაკიდან აუპატიურებდა, ქ. ვოლოსში, გარეფისის 16 ნომერში ცხოვრობდა და ის იორდანი პელივანი გახლდათ, რომელსაც მეზობლები უწყინარ ადამიანად ახასიათებენ.

მკვლელის ქრონიკა

სავარაუდო დამნაშავემ მკვლელობის შემდეგნაირი სქემა შეიმუშავა: შეიარაღებულმა მამაკაცმა ქ. ვოლოსისკენ აიღო გეზი. შემდეგ ის, მეუღლეს ტელეფონით დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი ძმა მისულიყო მკვლელობის ადგილზე, იმ მიზეზით, რომ მანქანა გაუფუჭდა და დახმარება სჭირდებოდა…

როდესაც ორი მამაკაცი ერთმანეთს შეხვდა, მათ შორის ცხარე კამათი გაიმართა, რის შედეგადაც მოძალადემ მსხვერპლს სახეში ძლიერად დაარტყა. ვიდრე დაზარალებული რეაგირება მოახდენდა, თოფის გასროლის ხმა გაისმა და 33 წლის მამაკაცი მიწაზე დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მისულებმა ცხედარი მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

საგამოძიებო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ მაზლის მკვლელობის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა მისმა 18 წლის ქალიშვილმა გაუმხილა, რომ 33 წლის მამაკაცი მას 9 წლის ასაკიდან აუპატიურებდა და უფრო მეტიც, ქალის მტკიცებით, მოკლული მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში აშანტაჟებდა და თანხის გამოძალვის მიზნით, ფარული კამერით, ქალლთან გადაღებული, ინტიმური ურთიერთობების ამსახველი ვიდეოემასალისა და ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

დამნაშავე დღეს, 12:00 საათზე, ვოლოსის კომპეტენტურ სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს და ბრალს წაუყენებენ. წინასწარ გამოძიებას კი, ვოლოსის უშიშროების ქვედირექცია აწარმოებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *