მამაომ მოხუცებულს თაღლითურად 259 000 ევრო გამოსძალა, რითიც საკუთარ სახლში რემონტი გააკეთა
მამაომ მოხუცებულს თაღლითურად 259 000 ევრო გამოსძალა, რითიც საკუთარ სახლში რემონტი გააკეთა
თაღლითობის მსხვერპლი გახდა 75 წლის კაცი კავალადან, რომელსაც სასულიერო პირმა 259 000 ევროს ოდენობის თანხა გამოსძალა.
ტელემაუწყებელ MEGA-სთან მსხვერპლის ადვოკატმა, სტავროს ღეორღიუმ ისაუბრა:
“სასულიერო პირმა ჩემს კლიენტს უთხრა, რომ იმაზე მეტ მოგებას მისცემდა გაცემული თანხიდან, ვიდრე ნებისმიერი ბანკი, აღნიშნული თანხის ბანკში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში. თუმცა დამნაშავემ თანხა საკუთარი სახლის გასარემონტებლად გამოიყენა.”
ადვოკატისვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სასულიერო პირმა შეძლო და მოხუცებულს თავი თანაუფლებამოსილ პირად დაამატებინა საბანკო ანგარიშზე და 1 თვის თავზე აღნიშნული თანხა მოხსნა ანგარიშიდან და გაუჩინარდა.
თაღლითობის მსხვერპლი განქორწინებულია და მისი შვილები კავალაში არ ცხოვრობენ.
როდესაც სასამართლოზე ბრალდებულს ჰკითხეს თუ რატომ მოიქცა ასე, ბრალდებულმა უპასუხა: “შესაძლოა სასულიერო პირი ვარ, მაგრამ ამავდროულად ვარ მამა და მყავს შვილები.”
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გამომდინარე იქიდან, რომ თაღლითობის მსხვერპლს თანხა აღარ დარჩა მომხდარის შემდეგ ამჟამად ის კავალას საეკლესიო მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.
