მამაომ ყოფილ პოლიციელს 14 წლის ქალიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა
მესინია: მამაომ ყოფილ პოლიციელს 14 წლის ქალიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა
მესინიაში მოღვაწე მამაომ პოლიციაში საჩივარი 64 წლის ოჯახის ახლო მეგობრის წინააღმდეგ შეიტანა, რომელსაც ბრალს მისი 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებაში სდებს.
საჩივარზე დაყრდნობით ბრალდებულმა არასრულწლოვანზე ათენიდან მესინიასკენ მიმავალ გზაზე იძალადა. 14 წლის გოგონა ათენში სტუმრად მის უფროს დასთან იყო ჩასული. გამომდინარე იქიდან რომ ბრალდებულიც ათენში იმყოფებოდა იმ პერიოდში როცა მესინიაში ბრუნდებოდა მამაომ სთხოვა თუ შეეძლო მის ქალიშვილს დამგზავრებოდა, რაზეც ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა. სწორედ მგზავრობის დროს დაესხა თავს 64 წლის კაცი, რომელიც ყოფილი პოლიციელია, და იძალადა გოგონაზე სექსუალურად.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს.
პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა შეიტყო, რომ მამაომ უჩივლა მამაოს ოჯახში დარეკა და დაემუქრა.