მარათონის გამო შუადღის 15:00 საათამდე გზები გადაკეტილი იქნება
მარათონის გამო შუადღის 15:00 საათამდე გზები გადაკეტილი იქნება
კვირას დილიდან გადაკეტილია ათენის ცენტრი მე-13 მარათონის გამო. საგზაო რეგულაციები შუადღის 15:00 საათამდე გასტანს.
უფრო კონკრეტულად კი დილის 07:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე გადაკეტილი იქნება და აკრძალული იქნება მანქანების დროებითი თუ ხანგრძლივი დროით გაჩერება პანეპისტიმიუს, სოლონოს, სტადიუსა და აკადემიას ქუჩებზე. საგზაო რეგულაციები შეეხება სინდაგმასა და ომონიას მოედნებსაც.
Facebook Comments Box