მარილენას 31 მარტს დაკრძალავენ
მარილენას 31 მარტს დაკრძალავენ
28 მარტს საღამოს 7 საათზე სრულიად საბერძნეთი დაამწუხრა ყველასათვის საყვარელი მომღერალის, მარილენას გარდაცვალების ამბავის გავრცელებამ.
მომღერალმა მისი არაერთი ფასდაუდებელი შესრულებით უკვდავება აჩუქა მის ხმას, რომელიც მუდამ თან სდევდა მსმენელებს.
მარილენას სამშაბათს, 31 მარტს შუადღის 2 საათზე ღვთისმშობლის ხარების ტაძრიდან გაასვენებენ.
მათ, ვისაც სურთ, გამოემშვიდობნონ მომღერალს, შეეძლებათ წმინდა ელეფთერის ეკლესიის სამლოცველოში იხილონ მისი ცხედარი დილის 8 საათიდან შუადღის 1 საათამდე.
მომღერლის ოჯახის წევრები მოუწოდებენ ყველას, ვისაც მარილენასთან გამომშვიდობება სურს, გვირგვინების ნაცვლად შესაწირი გააკეთონ ნეოპლაზიური დაავადების მქონე ბავშვთა და მშობელთა ასოციაციაში “ფლოგა”.
Facebook Comments Box
