მარინელას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება
მარინელას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება
ყოველდღიურად უმჯობესდება ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მომღერალის, მარინელას ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ექიმების განცხადების თანახმად მარინელას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მომღერალი უკვე საერთო პალატაში გადაიყვანეს და ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში რათა ექიმებმა შეძლონ ყოველდღიურ რეჟიმში თვალყური ადევნონ მის მდგომარეობას.
“როგორც უკვე ცნობილია ქალბატონი კირიაკი პაპადოპულუ (მარინელა) საავადმყოფოში 2024 წლის 25 სექტემბერს შემოიყვანეს და რეანიმაციაში განთავსდა 2024 წლის 16 ოქტომბრამდე.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გადაყვანილია საერთო პალატაში. პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება ყოველდღიურად მოსალოდნელ, მისი ასაკისთვის შესაფერისი რიტმით.” – განაცხადეს მომღერალის მკურნალმა ექიმებმა.