Latest news
ახალი გაფრთხილება ძლიერი წვიმების გამო - ქალაქის დატბორვის საფრთხე ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა საგანგებო განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელ... გლიფადას მერი: ჩვენ აქამდე არასდროს გვქონია მსგავსი გამოცდილება  ცენტრალურ მაკედონიაში ავტომანქანები მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებიან ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უამინდობის ფენომენი: სატრანსპორტო სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

მარინელა საავადმყოფოდან გამოწერეს – ის კოვიდის გამო კერძო კლინიკაში იწვა

ბერძნული ესტრადის დიდი შემსრულებელი მარინელა ბოლო ათი დღეა, კორონავირუსით ცნობილ კერძო საავადმყოფოში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელმაც შეცვალა ღამის გასართობში არსებული სტანდარტები, გასული კვირის ბოლოს ავად გახდა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი ჰოსპიტალიზაცია კლინიკა “იღიაში”, რადგან ის ცხოვრების მერვე ათწლეულშია და ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია. მარინელა ამ დღეებში მისი ცხოვრების შესახებ წიგნის წარდგენას აპირებდა და ასევე ახალ შოუს ამზადებდა რომლითაც ის ღამის ათენში წარდგებოდა.

მისი ავტობიოგრაფიის პრეზენტაცია, რომელიც მისმა ახლო მეგობარმა იანის ქსანტულისმა დაწერა და ორშაბათს, 20 ნოემბერს „მეღარო მუსიკის“ საკონცერტო დარბაზში იყო დაგეგმილი, გადაიდო. გადადებასთან დაკავშირებით გამომცემლობა „დიოპტრა“, რომელმაც გამოსცა წიგნი „მარინელა: შეადღედ გადაქცეული ღამეები“, შესაბამისი განცხადება გაავრცელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც იგი საავადმყოფოში შეიყვანეს, გადაიდო დღევანდელი პრემიერა NOX ღამის კლუბში სახელწოდებით “დღეს”, რომელიც მან ბეტი მაგირასთან ერთად რამდენიმე ხნის წინ მოაწყო.

მარინელას ახლო გარემოს მყოფი პირების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, კლინიკა “იღიადან” გაწერეს და ის ამჟამად სახლში იმყოფება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *