მაროკო: მამაკაცთა ჯგუფები მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ობოლ არასრულწლოვან გოგონებს შეურაცხყოფას აყენებდნენ
მაროკოში სოციალური მედიის აქტივისტებმა დაგმეს ადამიანთა ჯგუფების ქცევა, რომლებიც წავიდნენ მაროკოს მიწისძვრით დაზარალებული სოფლებში დახმარებისთვის, მაგრამ ისარგებლეს შემთხვევით და არასრულწლოვან გოგონებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საკოორდინაციო ღონისძიებების ეროვნული კომიტეტი აკვირდებოდა სოციალურ მედიაში გავრცელებულ, არასრულწლოვან გოგონათა მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე პოსტებს, შეტყობინებებს, ფოტოებს და საუბრებს, რომლებმაც მიწისძვრის შემდეგ დაკარგეს მეურვეები და მშობლები.
აქტივისტებმა დაგმეს ჯგუფების საქციელი, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებს სთავაზობდნენ დაქორწინებას, ასევე გავრცელდა ფაქტები, სოციალური ქსელის საშუალებით გოგონათა უკანონო გაშვილების შესახებ გავრცელებული განცხადებების შესახებ.
ზოგიერთ ვიდეოში ნაჩვენები იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფოტოებს უღებდა არასრულწლოვან გოგონებს და ეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა სახლის საქმეების გაკეთება.
სამოქალაქო აქტივისტებმა დაუყოვნებლივ მიმართეს ხელისუფლებას და ობოლი ბავშვების საქმის განხილვისკენ მოუწოდეს, რათა ისინი დაიცვან ისეთი რისკებისგან, როგორიცაა გატაცება, სექსუალური შევიწროება და გაუპატიურება.
თავის მხრივ, მაროკოს ხელისუფლებამ მონიტორინგის ქვეშ მყოფი საქმეები გადასცა შესაბამის სასამართლო ორგანოებს და ასევე მისცა საკონტაქტო მონაცემები კრიმინალებისა და ადამიანებით ვაჭრობის პოტენციურ მსხვერპლთა შესახებ.
აქვე აღნიშნულია, რომ ეს პრაქტიკა არის კანონით დასჯადი და მიეკუთვნება დანაშაულთა რიცხვს, რომლის ჩამდენი პირებიც ექვემდებარებიან მძიმე სასჯელს.