მარუსი: 17 წლის ბიჭებს თავს 20 ადამიანი დაესხა
მარუსი: 17 წლის ბიჭებს თავს 20 ადამიანი დაესხა
შობას გამთენიისას არასრულწლოვნებზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.
ჩხუბი ახალგაზრდებს შორის მარუსში, ღამის 01:00 საათზე ატყდა. დაახლოვებით 20-25 ადამიანი, რომლებიც 3 ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, გადმოვიდა მანქანიდან და თავს დაესხა ორ 17 წლის ბიჭს, რომლებიც უმოწყალოდ სცემეს წიხლებითა და რკინის იარაღებით.
თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ორივე არასრულწლოვანს ფეხის არეში აქვთ დაზიანებები მიღებული.
მიმდინარეობს გამოძიება თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box