მარუსი: 4 წლის გოგონა ქუჩაში მარტო იპოვეს
მარუსი: 4 წლის გოგონა ქუჩაში მარტო იპოვეს
4 წლის გოგონა, რომელიც ქუჩაში სრულიად მარტო სეირნობდა, ტაქსის მძღოლმა შენიშნა. ჟურნალისტებთან საუბრისას ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ ბავშვმა ვერ შეძლო მისთვის აეხსნა სად ცხოვრობდა, თუმცა უთხრა, რომ მშობლებმა იჩხუბეს და სახლში მხოლოდ ბებია იმყოფებოდა.
პოლიციელებმა დაკარგული გოგონა განყოფილებაში გადაიყვანეს, რათა მშობლების ვინაობის დადგენამდე უსაფრთხოდ ყოფილიყო.
მშობლების ვინაობა მალევე გახდა ცნობილი. 33 წლის დედა და იმავე ასაკის მამა რუსეთის მოქალაქეები არიან. პოლიციამ გოგონას მშობლები დააკავა, თუმცა დედა გამომძიებლის განკარგულებით მალევე გაათავისუფლეს.
“როცა ბავშვი გარეთ გავიდა მე სამსახურში ვიყავი. ჩემი მეუღლე სახლში იყო, თუმცა ვერ გაიგო როგორ გაიპარა სახლიდან. გასაღები კარში არ იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ იპოვა, კარი გააღო და ისე გავიდა სახლიდან. ჩემს შვილებს უყურადღებოდ არ ვტოვებ. როგორც კი გავიგე რა მოხდა ლამის გავგიჟდი. როცა ვკითხე რატომ მოიქცა ასე მითხრა რომ გაიღვიძა, სახლში ვერ მიპოვა და გარეთ გავიდა ჩემს მოსაძებნად.” – აცხადებს გოგონას დედა.
