Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
მსოფლიოისტორიული პიროვნებებიკრიმინალი

მატეო მესინა დენარო: სიცილიური მაფიის ბოსი და მისი სიკვდილი

კვირას, 17 სექტემბერს იტალიური მაფიოზური დაჯგუფება “კოზა ნოსტრას” ბოსი მატეო მესინა დენარო იტალიის ქალაქ ლაკულას საავადმყოფოში, მსხვილი ნაწლავის კიბოს ბოლო სტადიით დაავადებული და უკვე კომაში მყოფი, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაფიის უკანასკნელი ლიდერის პალატის შესასვლელს გასული აგვისტოდან, მეტწილად ფორმალური მიზეზების გამო, მუდმივად იცავდა ორი კარაბინერი.

დენარო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ნელნელა ქრებოდა სიმსივნისგან, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ბოლომდე უარს ამბობდა. მან იცოდა, რომ კვდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა, წასულიყო როგორც ლიდერთა ლიდერი და თან წაეღო თავისი სისხლიანი ცხოვრების ყველა გაუმჟღავნებელი საიდუმლო.

ის 15 სექტემბერს უკანასკნელად  ესაუბრა თავის ქალიშვილს, რომელიც გასული აპრილიდან სტუმრობდა აკვილას გაძლიერებული ზედამხედველობის ციხეს, სადაც ის გადაიყვანეს მისი ეპიკური დაკავების შემდეგ გასული წლის იანვარში კლინიკის გარეთ, როდესაც პალერმოს Squadra Antimafia ელოდა მაფიის “უხილავ” ლიდერს.

ნისლიანი ორშაბათი გათენდა პალერმოში. საკმაოდ ციოდა და ხალხი თბილი ტანსაცმლით დადიოდა ქუჩებში. ქუდი ეხურა და თბილად იყო ჩაცმული სამოცი წლის ჯენტლმენიც, რომელიც კლინიკა “ლა მადლენას” მიუახლოვდა. ახლოს მისულმა დაინახა შენობის ირგვლივ მდგარი ათობით შეიარაღებული კარაბინერი, რომლებიც სიცივის მიუხედავად ფხიზლად იდგნენ სადარაჯოზე, რადგან თითქმის ყველამ იცოდა ვინ იყო სამიზნე, რომელსაც ელოდნენ.

“სამიზნე” თბილად ჩაცმული ქუდიანი კაცი იყო, სახელად მატეო მესინა დენარო, კოზა ნოსტრას ყველაზე საშიში ძებნილი ლიდერი, რომელმაც  კარაბინერების დანახვაზე გადაწყვიტა შებრუნებულიყო და მტკიცე ნაბიჯით წასულიყო, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს და ვინაობის დასახელება სთხოვეს. მატეომ, რომელსაც არც უცდია გაქცევა მოკლედ უპასუხა: ” იცით ვინც ვარ. მე მატეო მესინა დენარო ვარ”.

ცოტა ხნის შემდეგ შეკრებილი ხალხი ტაშს უკრავდა პალერმოს Squadra Antimafias-ს წევრებს, რომლებმაც მასზე სამი ათწლეულის მანძილზე ნადირობის შემდეგ დააკავეს “ბოსების ბოსი” და კოზა ნოსტრას ერთ-ერთი ცნობილი მაფიოზი, რითიც “კაპო დეი კაპის”  სისხლიანი გზა საბოლოოდ  დასრულდა.

ციოდა 1996 წლის იანვარში იმ სამალავში, სადაც სიცილიური მაფია ტყვედ აყვანილ პატარა ჯუზეპე დი მატეოს ორი წლის განმავლობაში მალავდა. 11 წლის ბიჭი 779 დღე იმყოფებოდა ტყვეობაში, რადგან მისმა მაფიოზმა მამამ დაარღვია კოზა ნოსტრას ომერტა (დუმილის აღთქმა) როდესაც ის დააკავეს პალერმოს სკუადრა ანტიმაფიის რეიდის დროს. მისი გატაცება მოხდა პაეზანოსების ბრძანებით კორლეონეზიდან-როგორც უწოდებდნენ იქიდან მოსულ ნათლიებს, მისი მამის სანტინიო დი მატეოს მიერ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენების გამო, თუმცა 11 წლის ბავშვის გატაცებით შოკირებული იტალიური საზოგადოების რეაქციის შიშით პატარას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უნარჩუნებდნენ სიცოცხლეს, თუმცა იმ დღეს სატელეფონო ზარი ბავშვის  გატაცების მომწყობ კორლეონეზის მეთაურთან-ნათელი იყო. მათ უნდა დაასრულონ ბავშვთან, რომელიც მუდმივად ავად იყო ძალადობისგან. შემსრულებლებს შორის იმ ცივ ღამეს გამოირჩეოდა ოცდაათი წლის მომხიბვლელი მამაკაცი, უნაკლოდ ჩაცმული მატეო მესინა დენარო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეობა ბავშვის მკვლელობაში ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, ბევრი თვლის, რომ დენაროს ნამდვილად არ აუკანკალდებოდა ხელი პატარას მოსაკლავად. ის უკვე იძებნებოდა 1990 წლიდან, ბრალდებული ყველა იმ დანაშაულში, რაც ადამიანის გონებამ შეიძლება მოიფიქროს და განახორციელოს.

ოცდაათი წელი დასჭირდა ამ მოუხელთებელი ლიდერის დაჭერას, რომელიც გამუდმებით იმალებოდა, ცინიკური თავზეხელაღებულობით  დასცინოდა პოლიციას, რომელიც მის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ მისი დროც დადგა.

მას ბრალი სულ მცირე 58 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა. ხშირად სიცილით  ამბობდა, რომ ერთი სასაფლაო მან მარტომ გაავსო. იტალიური მედია მას აღწერდა როგორც მანიაკ პლეიბოის. ის იყო ტონი მონტანას რეალური პროტოტიპი ცნობილი ფილმიდან “ნაირაევი სახე” რომელშიც მთავარ როლს ალ პაჩინო ასრულებს.

Squadra Antimafia-ს პოლიციელები, რომლებიც მასზე ნადირობდნენ სამი ათეული წლის განმავლობაში საუბრობდნენ გამორჩეულ მაფიოზზე, რომელიც წარმოადგენდა და აერთიანებდა სიცილიური მაფიის ძველ და ახალ თაობას. თავს უმაღლესი ხელისუფლების ხელმძღვანელად თვლიდა, რომელში შესვლაც მხოლოდ რამდენიმე “რჩეულს” შეეძლო.

2019 წლის ნოემბერში იტალიაში პოლიციის მიერ ჩატარდა მასშტაბური ოპერაცია, რასაც დენაროს ათობით თანამოაზრის დაპატიმრება მოჰყვა. სამი მათგანი მისი ძალიან ახლო წრიდან იყო. მათ შორის მაფიოზის დაც, თუმცა თვითონ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოხერხებულად დაუსხლტა პოლიციას.

სამართლადამცველებმა მაფიის ბოსის დაპატიმრება მხოლოდ 2022 წლის იანვარში მოახერხეს, როდესაც ის ქალაქ პალერმოს კერძო კლინიკაში ქიმიოთერაპიული მკურნალობის ჩასატარებლად მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის სამკურნალო პროცედურების მიღებისას ყალბ პირადობას იყენებდა, გამომძიებლებმა მისი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ მაფიის ბოსის დედის სახლში ნაპოვნი სამედიცინო ისტორიით შეიტყვეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *