Latest news
მეტრო სადგური დაფნი, აღიოს იოანნის და ნეოს კოზმოსი დღესა 21:40 საათზე დაიკეტება 16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
საბერძნეთისამართალი

მატის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

მატის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

2018 წლის 23 ივლისს არანაირი ნიშანი არ იყო იმის, რომ ეს დღე შემზარავად დასრულდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუმცა იმავე დღის საღამოს მატიში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ეროვნული მასშტაბის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახდა. საუბარი გვაქვს 21-ე საუკუნის მეორე ყველაზე დიდ და მაღალ მსხვერპლიან ხანძარზე, ავსტრალიაში 2009 წელს გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რომლის დროსაც 180 ადამიანი დაიღუპა.

ჯოჯოხეთური დღე 65 წლის კაცის დაუდევრობით დაიწყო, რომელმაც, მაშინ როცა 8 ბოფორის სიმძლავრის ქარი უბერავდა, გადაწყვიტა გამხმარი ტოტების დაწვა. სწორედ ამ დაუდევრობიდან, დაბნეულობიდან და არაორგანიზებული მოქმედებიდან გამომდინარე ამ დღემ 104 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ადამიანი დააზარალა ფიზიკურად, მატერიალურად და ფსიქოლოგიურად, რადგან დღემდე ვერ ივიწყებენ იმ საშინელ წუთებს, რომლის შემსწრენიც იმ ტრაგიკულ დღეს გახდნენ.

6 წლის შემდეგ ხანძრისგან დაზარალებულები თვლიან, რომ სამართლებრივად პასუხი გაეცა ყველა კითხვას, რაც მათ ხანძარმა გაუჩინა. არამხოლოდ იმიტომ, რომ არანაირი ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა იმ კონკრეტულ დღეს, არამედ იმიტომ რომ არანაირი გეგმა არ არსებობდა მოსახლეობის გადარჩენის. ხანძრისგან დაშავებული და დამწვარი ადამიანები დამწვარი მანქანების ქვეშ ეყარნენ, ზოგიერთი მათგანი საკუთარ სახლში დაიღუპა, ზოგიც კი ზღვაში ჩაიხრჩო. დემოკრატიის ქუჩაზე 26 დანახშირებული ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ არ გამოჩნდა ერთი ადამიანიც კი, ვინც პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა და შეადგენდა ევაკუაციისა და სამაშველო დახმარების გეგმას?! იქნებ იმიტომ რომ თავის დროზე მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენდა უამრავი შენობა და სახლი ისე, რომ მეზობლებმა მარტივად გასასვლელი გზები აღარ დატოვეს რეგიონში?! პასუხისმგებლობა მხოლოდ იმჟამინდელ მთავრობას ეკისრება თუ ზოგადად ყველა იმ პერიოდამდე არსებულ ხელისუფლებასა და განუკითხაობას, უკონტროლობას ბევრ ისეთ საკანონმდებლო და სარეგულაციო ნაწილში, რომელიც პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს ადამიანის სიცოცხლეს.
დღემდე უამრავი პასუხ გაუცემელი კითვა აწუხებს არამხოლოდ ხანძრის მიერ დაზარალებულ მოსახლეობას, არამედ სრულიად საბერძნეთს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *