Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

მაღალი სიცხეები, მტვერი და ტალახიანი წვიმები საბერძნეთში

მაღალი სიცხეები, მტვერი და ტალახიანი წვიმები საბერძნეთში

აფრიკიდან თბილი ჰაერის მასების ტრანსპორტირება ამინდის ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრაში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდ როლს ითამაშებს.

ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოიმატებს აფრიკული მტვერის რაოდენობაც ატმოსფეროში.

უფრო კონკრეტულად კი დღეს, ოთხშაბათს მაკედონიაში, თრაკში, თესალიასა და ეგეოსის ჩრდილოეთ ნაწილში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, შეიძლება იწვიმოს კიდეც. 

ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მზიანი ამინდი გველოდება, საღამოს მთიან ნაწილში კი ადგილობრივი ქარები დაუბერავენ. 

ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთში 18-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი 22-დან 25 გრადუსამდე იმერყევებს. რაც შეეხება დასავლეთ კრეტას ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს. 

ათენში მზიანი ამინდი გველოდება. დაუბერავენ 3-4 ბოფორის სიმძლავრის ქარები, ხოლო ტემპერატურა კი 24 გრადუსამდე მოიმატებს.

სალონიკში ტემპერატურა 20 გრადუსს მიაღწევს. მოსალოდნელია წვიმა და 3-4 ბოფორის სიმძლავრის ქარები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *