მაღალი ტემპერატურისა და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის კომბინაცია საბერძნეთის ტერიტორიაზე უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა
მაღალი ტემპერატურისა და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის კომბინაცია საბერძნეთის ტერიტორიაზე უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა
სრულიად საბერძნეთის მასშტაბით სახანძრო მანქანებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების სირენების ხმა ზაფხულის განუყოფელ ნაწილად იქცა.
განსაკუთრებით ცხელი იქნება ამინდი დღესაც. სინოპტიკოსების მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შუადღის საათებში კი იპოროსში, მაკედონიასა და საბერძნეთის სხვა მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა და შტორმი. დაუბერავენ 7 ბოფორის სიმძლავრის ქარები, რაც შექმნის ხელსაყრელ პირობას ხანძრის გაჩენისა და გავრცელებისთვის.
კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური სამდივნო კიდევ ერთხელ აქვეყნებს რუკას, სადაც აღნიშნულია რეგიონები ხანძრის გაჩენის ყველაზე მაღალი რისკის მაჩვენებლებით:
- ატიკა
- ცენტრალური საბერძნეთი
- კუნძული კრეტა
- ჩრდილოეთ ეგეოსი (კუნძული ლეზვოსი, ხიოსი, სამოსი და იკარია)