მაღალსიჩქარიანმა ბორანმა მიკონოსზე მინი ცუნამი გამოიწვია
ჩქაროსნულმა ბორანმა Worldchampion Jet კუნძულ მიკონოსზე ქაოსი გამოიწვია, როდესაც მის მიერ ცურვისას წარმოქმნილი მასიური ტალღები აგიო სტეფანოს სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს შეეჯახა.
სანაპიროზე მყოფმა მორიგე მაშველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა მოცურავეებს, რომლებიც წყლიდან გამოდიოდნენ, რადგან სანაპიროზე პანიკა გავრცელდა. დაშავდა ორი ქალი, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
მომხდარს საბერძნეთის სანაპირო დაცვა გამოეხმაურა და შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდა. მათ ბორანის კაპიტანი გააფრთხილეს, რომ გემი ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა სანაპიროს სიახლოვეს.
კიდევ ერთი საზღვაო ინციდენტი კუნძულზე დაფიქსირდა მაისში, როდესაც სულ მცირე სამი ადამიანი – ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიხრჩო მას შემდეგ, რაც მიკონოს სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა . მიკონოსი, ისევე როგორც ბევრი სხვა საბერძნეთის კუნძული განლაგებულია იმ საზღვაო მარშრუტებში , რომლებსაც მიგრანტები გადიან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას ევროპისკენ.