მაღნისია: მძარცველმა სახლიდან 150 000 ევრო გაიტანა
მაღნისია: მძარცველმა სახლიდან 150 000 ევრო გაიტანა
37 წლის ქალბატონი ვოლოსიდან მძარცველებმა ამოიღეს მიზნად. მძარცველები ქალის სახლში მაშინ შევიდნენ, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავეები მანქანით ხშირად გადაადგილდებოდნენ სახლის მიმდებარედ, რათა შეესწავლათ კარგად ტერიტორია და ხელსაყრელ დროს შესულიყვნენ შენობაში.
სახლში 3 მძარცველი შევიდა. შენობაში შესვლიდან 8-10 წუთში მძარცველებს უკვე დათვალიერებული ჰქონდათ მთელი სახლი და მოხსნილი ჰქონდათ სეიფი, სადაც მეპატრონე 150 000 ევროს ოდენობის თანხას და ძვირფასეულობას ინახავდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახლში დაყენებულია კამერები და ჩაირთო სიგნალიზაცია, მძარცველებმა მაინც შეძლეს სეიფით ადგილიდან მიმალვა.
Facebook Comments Box
