მდინარე ევროსი შრება – ვრცელდება ვიდეო, როგორ გადაადგილდება ადგილობრივი მაცხოვრებელი დამშრალი მდინარის ტერიტორიაზე
მდინარე ევროსი შრება – ვრცელდება ვიდეო, როგორ გადაადგილდება ადგილობრივი მაცხოვრებელი დამშრალი მდინარის ტერიტორიაზე
დრამატულია მდგომარეობა მეცხოველეებისა და მიწათმოქმედებისთვის, რომლებიც მდინარე ევროსიდან იღებდნენ წყალს. წყლის ნაკლებობის პრობლემა, რომელიც როგორც კლიმატური ცვლილებების, ასევე ბუნებრივი რესურსის არაზომიერი მოხმარების შედეგად დადგა, უკვე კრიტიკულია.
ვიდეოში, რომელიც სოც.მედიაში ვრცელდება, ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ადგილობრივი მაცხოვრებელი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მდინარეში. ვიდეოდან ასევე ჩანს სრულიად ამომშრალი მონაკვეთები და ასევე ადგილები, სადაც წყალი სულ მცირე რაოდენობით ფარავს მიწას.
წყლის მიწოდების პრობლემა მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ჰექტარის გამოშრობას იწვევს.
მიწათმოქმედები ითხოვენ დახმარებას, რადგან საქმე უკვე თვითგადარჩენას ეხება, როგორც მოსავალის ასევე ცხოველების.
