მეგარაში აღმოჩენილი ადამიანის თავის ქალა და ძვლები იდენტიფიცირებულია-რას აცხადებს პოლიცია
როგორც შაბათს შუადღისას გახდა ცნობილი, საბერძნეთში, გერანიის მთებში, უკიდურესად მიუვალ ადგილას, მონადირემ ნადირობის დროს შენიშნა, რომ მისი ძაღლი ბუჩქებში ძვლებს ღრღნიდა. შეშინებულმა მამაკაცმა სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ძვლები და თავის ქალა აღმოაჩინა, რომლებიც სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ცხედრის ნაწილების იდენტიფიკაციის საკვანძო ხელჩასაჭიდი იყო მართვის მოწმობა, რომელიც ნაპოვნი იქნა აღმოჩენილი ნაშთების მახლობლად და ეკუთვნის 49 წლის მოქალაქეს, რომლის გაუჩინარებაც ათენში, კალითეას უშიშროების განყოფილებაში, 2023 წლის 5 აპრილს დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ნაპოვნი თავის ქალა და ძვლები იდენტიფიცირებულია, ძალოვანები ფაქტთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვერსიას ღიად ტოვებენ.
საქმეს სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში საბოლოო ნათელს მოჰფენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
