Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
Uncategorized

მემკვიდრეობითი სამართლის ცვლილებებისათვის ინიცირებულ კანონპროექტს ახალ წლამდე გაიტანენ საჯარო მოსმენაზე

მემკვიდრეობითი სამართლის ცვლილებებისათვის ინიცირებულ კანონპროექტს ახალ წლამდე გაიტანენ საჯარო მოსმენაზე

მემკვიდრეობით სამართალში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს საჯარო განხილვისთვის ახალი წლის დასაწყისამდე გაიტანენ, ხოლო მისი ასამოქმებლად ზომების გატარება 2026 წლის პირველივე ნახევარში დაიწყება.

მემკვიდრეობითი ხელშეკრულებები:

  • მამკვიდრებელი სიცოცხლეშივე ირჩევს მემკვიდრეს და ადგენს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სიცოცხლეში თავად მართავს მის ქონებას და გარდაცვალების შემდეგ გადასცემს მემკვიდრეს.
  • ოფიციალურ მემკვიდრეს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება მამკვიდრებელთან და განაცხადოს უარი სამკვიდროზე. 

მეუღლის უფლებებო:

  • იმ შემთხვევაში თუ წყვილს მხოლოდ 1 შვილი ჰყადა, მეუღლე მემკვიდრეობის 33%-ს იღებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 2 ან მეტი შვილი ჰყავდა 25%-ს.
  • იმ შემთხვევაში თუ წყვილს შვილები არ ჰყავდა, მეუღლე მემკვიდრეობას იღებს გარდაცვლილის მშობლებამდე. 

თანაცხოვრების ხელშეკრულება:

თანაცხოვრების ხელშეკრულებაში მყოფი წყვილი სარგებლობს იმავე უფლებებით მემკვიდრეობის მისაღებად, რომლითაც სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი წყვილი. 

ასევე, პირდაპირ მემკვიდრედ ჩაითვლება პარტნიორი, რომელთან ერთადაც სულ მცირე 3 წელი ცხოვრობდა გარდაცვლილი, თუნდაც თანაცხოვრების ხელშეკრულების გარეშე, იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილს არ ჰყავს კანონიერი მემკვიდრეები. 

იმისთვის რომ აღნიშნული მემკვიდრეობა მიიღოს პარტნიორმა უნდა გააკეთოს განაცხადი გარდაცვალებიდან 4 თვის განმავლობაში. 

რაც შეეხება მემკვიდრეობით ვალდებულებების მიღების საკითხს, კანონპროექტი ძირფესვიანად ცვლის აღნიშნულ დებულებას. მემკვიდრეს აღარ მოუწევს საკუთარი ქონებით გაისტუმროს ვალები, რომელიც მამკვიდრებლისგან დარჩა. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს მემკვიდრეობაზე უარის თქმის შემთხვევებს, რაც ხელს შეუწყობს უპატრონოდ დარჩენილი უძრავი ქონებისა და ბიზნესების სწორ რეალიზებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *