მემკვიდრეობით სამართალში ცვლილებები შედის
მემკვიდრეობით სამართალში ცვლილებები შედის
იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციურ ჩარევას ახორციელებს მემკვიდრეობით სამართალში, რომელიც ვალების მემკვიდრეობით გადაცემის პრაქტიკას წერტილს დაუსვამს.
ახალი კანონპროექტი საჯარო განხილვისთვის 2025 წლის ბოლოსკენ გამოქვეყნდება, ხოლო კანონის ამოქმედება კი 2026 წლიდან იგეგმება.
კანონპროექტის თანახმად გარდაცვლილის ვალები გასწორდება სამკვიდრო ქონებიდან და აღარ იქნება მემკვიდრის პირადი პასუხისმგებლობა.
იმ შემთხვევაში თუ ვალი აღემატება სამკვიდრო ქონების ღირებულებას ნაშთი ავტომატურად ჩამოიწერება.
საკანონმდებლო კომიტეტი აყენებს ინიციატივას აღნიშნული პროცედურები მოხდეს სასამართლოს ჩარევის გარეშე, რათა შესაძებელი იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ავტომატიზირებული პრაქტიკის დანერგვა.
Facebook Comments Box
