Latest news
16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
საბერძნეთიUncategorized

მენიდი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა

მენიდი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა

დღეს გამთენიისას მენიდში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

უბედური შემთხვევა გამთენიის 05:00 საათზე პარნითოს გამზირზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოძიების ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ავტომანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, პოლიცია და სახანძრო სამსახური. 

მაშველების ჩარევა მძღოლის ავტომანქანიდან გადმოსაყვანად საჭირო არ გამხდარა, რადგან დაშავებული თავად გადმოვიდა მანქანიდან.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღენიმატას საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები აცხადებენ რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *