მენიდი: სატვირთო მანქანა კარამანლის გამზირზე მდებარე ავტოსადგომზე შევარდა
მენიდი: სატვირთო მანქანა კარამანლის გამზირზე მდებარე ავტოსადგომზე შევარდა
19 ივნისს დილით კარამანლის გამზირისა და დეკალიას გზაჯვარედინზე, ახარნესში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
სატვირთო მანქანა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტოსადგომზე შევარდა.
მატერიალური ზიანი მიადგა ავტოსადგომის ჯებირებს და რამდენიმე მანქანას, რომელიც ავტოსადგომზე იყო გაჩერებული.
ქაოტურ მდგომარეობას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დატრიალდა ავტოსადგომზე, protothema-ს მიერ გავრცელებული ფოტომასალა ასახავს.




Facebook Comments Box
