მენიდი: სკოლიდან ონკანები მოიპარეს
მენიდი: სკოლიდან ონკანები მოიპარეს
მენიდიში, ახარნონის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გასაოცარი სანახაობის მხილველნი გახდნენ.
მოსწავლეებს სკოლაში მისვლისას ონკანები, რომლებიდანაც წყალს სვამდნენ, ადგილზე აღარ დახვდათ.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ონკანები მოიპარეს.
აღნიშნული ონკანების დასამონტაჟებლად თანხა მშობელთა და მეურვეთა ასოციაციამ გაიღო. ჯამში მოპარულია 6 ონკანი.
დაიწყო გამოძიება დამნაშავეთა ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box
