მერყევი ამინდი დედაქალაქში: სიცხესა და აფრიკულ მტვერს ცივი ქარები და ტემპერატურის ვარდნა მოყვება
მერყევი ამინდი დედაქალაქში: სიცხესა და აფრიკულ მტვერს ცივი ქარები და ტემპერატურის ვარდნა მოყვება
ოთხშაბათს, 22 მაისს, დედაქალაქში ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს. ატმოსფერო კი ნელ-ნელა გაიწმინდება აფრიკული მტვერისგან.
კლეარხოს მარუსაკის განცხადების თანახმად, დღეიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთ ქარები დაუბერავენ და ატმოსფერო გაიწმინდება ჯერ ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ხვალიდან კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
“დღეს ტემპერატურის მატებას უნდა ველოდოთ თესალიაში, ვიოტიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პელოპონისოში, კუნძულ კრეტაზე და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგეოსის ნაწილებში. დღეს დასრულდება სიცხის ტალღის შემოდინება ქვეყანაში და ხვალიდან ატმოსფერო დაიწყებს წმენდას.” – აცხადებს სინოპტიკოსი.
შაბათ-კვირას კი საბერძნეთის მაცხოვრებლები მერყევ ამინდს უნდა ელოდნონ. ქარები და შტორმია პროგნოზირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.