მესინი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 22 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
მესინი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 22 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
კვირას საღამოს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 22 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა მესინში, აღიოს ნიკოლაოსის ტერიტორიაზე საღამოს 18:00 საათზე მოხდა, როდესაც 22 წლის მძღოლი ბანაკიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა. მძღოლმა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავარდა და 3 მეტრის სიღრმის წყლით სავსე ორმოში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
Facebook Comments Box