მეტამორფოსი: ფილმის სიუჟეტივით განვითარებული ავეჯის მაღაზიის ძარცვის შემსწრე გახდა დაცვის სამსახური
მეტამორფოსი: ფილმის სიუჟეტივით განვითარებული ავეჯის მაღაზიის ძარცვის შემსწრე გახდა დაცვის სამსახური
მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარში გადაიზარდა მეტამორფოსიზე მდებარე ავეჯის მაღაზიის ძარცვა, რომელიც ხუთშაბათს, 21 ნოემბერს გამთენიისას მოხდა.
გამთენიის 02:00 საათზე, ტატოის გამზირზე მდებარე ავეჯის მაღაზიას ავტომანქანით 4 უცნობი პირი მიუახლოვდა, რომლებმაც მანქანით ავეჯის სახლის შუშის შესასვლელი შეამსხვრიეს, მაღაზიიდან ფულით სავსე სეიფი გამოიტანეს და ადგილიდან მიმალვა სცადეს. მათ გზა კერძო დაცვის სამსახურის ავტომანქანებმა გადაუკეტა, თუმცა მძარცველებმა დაცვის სამსახურს ცეცხლი გაუხსნეს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
Facebook Comments Box