მეტეორა: მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბიულეტენზე გასვლიდან სამსახურში 13 წლის შემდეგ გამოცხადდა
მეტეორა: მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბიულეტენზე გასვლიდან სამსახურში 13 წლის შემდეგ გამოცხადდა
მეტეორას მერი, ლეფტერის ავრამოპულოსი, თვალებს არ უჯერებდა, როცა აღმოაჩინა თუ რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული მეტეორას მუნიციპალიტეტში და რითი იყვნენ დაკავებულები ეს ადამიანები.
Trikalavoice-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეტეორას ახალმა მერმა, ლეფტერის ავრამოპულოსმა, ზედამხედველებისგან მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სია და ეფექტურობის ანგარიში მოითხოვა.
როგორც აღმოჩნდა ზოგიერთი საჯარო მოხელე ათასში ერთხელ თუ მიდიოდა სამსახურში, ხოლო ერთ-ერთი მათგანი კი 2011 წლიდან იყო გასული ბიულეტენზე.
“აქ სათამაშოდ არ ვართ” – განუცხადა ადგილობრივ პრესას მეტეორას მერმა. “თითოეული ჩვენგანი ვალდებულია იმუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში, რათა შევქმნათ ისეთი მუნიციპალიტეტი, რომელზეც ერთხელ მაინც გვიოცნებია. ეს არის ჩვენი მოვალეობა და არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება არცერთი თანამშრომლის მიმართ.