Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

მეცნიერება ჯანსაღი კანის უკან

მეცნიერება ჯანსაღი კანის უკან

ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობა გვიქმნის, სადაც ყველაზე მეტ ყურადღებას სახე იპყრობს. 

სახის ფერს ქალისთვის ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ეგვიპტელი ქალები მუქი კანის გასაბაცებლად სპეციალურ მათეთრებელსა და ფერუმარილს იყენებდნენ. აზიაში დიდგვაროვანი ბანოვანები სახეზე ბრინჯის პუდრს ისვამდნენ და სწორედ ეს განასხვავებდა მათ უბრალო ხალხისგან.

მოვლის მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი წესები დაგვეხმარება, დიდხანს შევინარჩუნოთ სახის კანი კარგ მდგომარეობაში. არ უნდა ველოდოთ, როდის დაკარგავს ის ასაკის გამო ბუნებრივ ელასტიკურობას, გამოშრება, მოეშვება, ფორები და ნაოჭები გაუჩნდება. უმჯობესია, ხელი შევუშალოთ დეფექტების გაჩენას, ვიდრე განვითარების შემდეგ ვებრძოლოთ მათ ან შევეგუოთ კანის დაბერებას.

ქსოვილის აღდგენისა და ახალი ქსოვილის წარმოქმნისთვის პროტეინი აუცილებელია. ორგანიზმი მას კანის გაცვეთილი ან მკვდარი უჯრედების შესაცვლელად, ასევე, კანის სიმკვრივის შესანარჩუნებლად იყენებს. აუცილებელია როგორც ცხოველური, ისე მცენარეული ცილის მიღება. ცხოველური ცილების საუკეთესო წყაროა კვერცხი, რძის პროდუქტები (რძე, ხაჭო, ყველი), თევზი, ფრინველისა და საქონლის ხორცი. რაც შეეხება მცენარეულ ცილებს, შეგიძლიათ მიიღოთ პარკოსნები, თხილი, სხვადასხვა მცენარის თესლი და მარცვლეულის პური.

მეტი ცილის მიღების შესანიშნავი გზაა თქვენი კვების რაციონში პროტეინის შეიკის დამატება.

დაამატეთ ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები თქვენი კვების რაციონში ჯანსაღი კანი საჭიროებს არა მხოლოდ პროტეინს, არამედ ანტიოქსიდანტებსა და ფიტონუტრიენტებსაც. ეს სასარგებლო ნივთიერებები გროვდება ორგანიზმში და აძლიერებს უჯრედების ანტიოქსიდანტური დაცვის მექანიზმს. დარწმუნდით, რომ თქვენს კვების რაციონში შედის ხილი და კენკრა. მაგალითად, მოცვი, მარწყვი, ვაშლი. დაამატეთ ბოსტნეულიც, ბროკოლი, ისპანახი, პომიდორი და კომბოსტო. სწორედ ეს პროდუქტები უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტებისა და ფიტონუტრიენტების მიღებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *