მკვლელობა ვოლოსში: მე ის მოვიმოქმედე რაც მამის მოვალეობა იყო
მკვლელობა ვოლოსში: მე ის მოვიმოქმედე რაც მამის მოვალეობა იყო
ამ სიტყვებით დაიწყო აღიარებითი ჩვენება 50 წლის მამაკაცმა რომელმაც ცოლის ძმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა ვოლოსში მას შემდეგ რაც მას მისმა 18 წლის შვილმა (პირველი ქორწინებიდან) განუმხილა რომ მას 33 წლის მსხვერპლი 9 წლის ასაკიდან აუპატიურებდა.
როგორც ცნობილი გახდა, 50 წლის მამაკაცი პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. გავრცელებული ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენებით მან განაცხადა:
„ბოლო პერიოდში, როცა ჩემი ქალიშვილი სტუდენტი გახდა, გამუდმებით მთხოვდა თანხის ჩარიცხვას. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, როცა ბინის მეპატრონემ რომელსაც ჩვენ მისთვის ვქირაობდით, დამირეკა და მითხრა რომ მისი ფული მმართებდა. მე და დედამისი ჩვეულებრივ ფულს ვუგზავნიდით. როცა ბავშვს ველაპარაკე, რომ აეხსნა რა ხდებოდა, მან ტირილი დაიწყო და მითხრა ყველაფერი, რაც ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა. ის ჩემს შვილს აუპატიურებდა და შემდეგ ვიდეოებით რომლებსაც იღებდა, მას აშანტაჟებდა და ფულს ართმევდა. შვილი მომიწამლა, მე ის მოვიმოქმედე რაც მამის მოვალეობა იყო“.