მე მოვკალი ვინმე?! – ჰკითხა პოლიციის თანამშრომლებს 23 წლის ბიჭმა, რომელმაც საკუთარი ბიძა და მისი მეგობარი სიკვდილამდე სცემა
მე მოვკალი ვინმე?! – ჰკითხა პოლიციის თანამშრომლებს 23 წლის ბიჭმა, რომელმაც საკუთარი ბიძა და მისი მეგობარი სიკვდილამდე სცემა
სრულიად შეძრა ეღიოს ადგილობრივი მაცხოვრებლები 64 და 44 წლის კაცების უმოწყალოდ, სიკვდილამდე ცემის ფაქტმა.
23 წლის ბიჭმა, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რკინის მაგიდის ფეხით სისხლის ბოლო წვეთამდე სცემა საკუთარი ბიძა და მისი მეგობარი.
23 წლის ბიჭი ბიძამისის სახლში აფექტურ მდგომარეობაში შეიჭრა. არავინ იცის თუ რა მოხდა თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის ამ საბედისწერო დღემდე.
მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა თავად ჩაბარდა პოლიციას.
“ვანგელი იყო ბავშვი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას წყობილებიდან გამოჰყავდა. შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა რაღაც პერიოდი და იქაც გაუსაძლისი იყო მისი ძალადობრივი საქციელის გამოვლინება. რამდენადაც ვიცი ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც იღებდა, თუმცა პოლიცია დიდად ყურადღებას არ აქცევდა. მეც, ჩემი მეუღლეც და მისი დაც კი ჰყავს ნაცემი.” – აცხადებს 23 წლის ბიჭის ბაბუა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა დღეს აცხადებს, რომ არ იცის არაფერი მკვლელობის შესახებ და ვერ ხვდება თუ რატომ ადანაშაულებენ მას. ჩვენებაში მან ასევე განაცხადა, რომ მედიკამენტები, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემებისთვის იღებს, არ ჰქონდა მიღებული.