მზიანი დილა ათენში – ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს
მზიანი დილა ათენში – ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს
ატმოსფერო ზამთრის სუსხმა დატოვა და ტემპერატურამ ეტაპობრივად მატებაც დაიწყო
ტელემაუწყებელ Mega-ზე საუბრისას იანის კალიანოსმა განაცხადა, რომ 5 მარტიდან მთელი თვე დღეები საკმაოდ მზიანი იქნება და ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსი დიმიტრის სიაკოპულოსის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად ამინდი ევროპის უმეტეს ნაწილში გაუმჯობესდება და სეზონისთვის შეუსაბამოდ მაღალი ტემპერატურაც დაფიქსირდება მარტის თვეში.
ხუთშაბათს, 6 მარტს სრულიად ქვეყნის მასშტაბით მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ქარების სიმძლავრეც საგრძნობლად შემცირდება და დაუბერავენ მხოლოდ 1,2 ბოფორის სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა ეტაპობრივად განაგრძობს მთელი კვირის განმავლობაში მატებას.
Facebook Comments Box