მთელი ღამე ვტიროდი – სანტორინზე მყოფი ტურისტები მიწისძვრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ
მთელი ღამე ვტიროდი – სანტორინზე მყოფი ტურისტები მიწისძვრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ
გამუდმებული შიშის ქვეშ უწევთ ყოფნა უკვე მეორე დღეა სანტორინზე მყოფ ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ბიძგების გამო, რომელიც 48 საათზე მეტია გრძელდება.
წყვილი, რომელიც სანტორინზე დასასვენებლად მექსიკიდან ჩამოვიდა 2 დღით პირველ კომენტარს აკეთებს იმ განსაკუთრებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, რომელიც კუნძულზე დახვდათ: “მთელი ღამე ვტიროდი, ძალიან შემეშინდა.. და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ვგრძნობდით როგორ იძვროდა მიწა და არ ვიცოდით უფრო ძლიერი ბიძგები მოჰყვებოდა თუ არა. პასუხისმგებელი ორგანოები სიმშვიდისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ როგორ უნდა დამშვიდდე, როცა მიწა გამუდმებით იძვრის.” – აცხადებს სიანა protothema.gr-თან საუბრისას.