მიველ, ვნახე, ავცერი – ადონის ღეორღიადის დაბადების დღის აღსანიშნავად სახალისო ტორტი მიართვეს
მიველ, ვნახე, ავცერი – ადონის ღეორღიადის დაბადების დღის აღსანიშნავად სახალისო ტორტი მიართვეს
ორიგინალური ტორტით აღნიშნა დაბადების დღე ჯანდაცვის მინისტრმა, ადონის ღეორღიადისმა, რომლისთვისაც აღნიშნული ტორტი მისმა მეუღლემ, ევღენია მანოლადუმ შეუკვეთა.
ტორტზე კეისარის ფორმაში გამოწყობილი ჯანდაცვის მინისტრია გამოსახული, რომელსაც ცალ ხელში ფარი, ხოლო მეორე ხელში ნემსი უჭირავს.
შთაგონება იულიუს კეისარის ცნობილი გამონათქვამის: “მიველ, ვნახე, დავიპყარი”-დან არის აღებული და გადაკეთებული და მორგებულია ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე: “მიველ, ვნახე, ავცერი.”
ტორტის ფოტო თავად ადონის ღეორღიადისმა გამოაქვეყნა ფეისბუკის პირად გვერდზე წარწერით: “ყველაზე ლამაზი ტორტი დაბადების დღისთვის, რომელიც ჩემმა საყვარელმა გოგომ გამიკეთა.”
Facebook Comments Box
