სუტინიორის მახეში გაბმული არასრულწლოვანი გოგონები
სუტინიორის მახეში გაბმული არასრულწლოვანი გოგონები
,,მივხვდი, რომ ფული ჰქონდათ და არ მინდოდა ამ შანსის გაშვება“… – რას ყვება 15 წლის გოგონა, რომელიც სუტინიორების მახეში აღმოჩნდა.
ათენის პოლიციამ თავდაპირველად ხუთი, მოგვიანებით კი, კიდევ ორი ადამიანი დააკავა, არასრულწლოვან გოგონების პორნობიზნესში ჩართვისთვის.
,,გოგონას 14 წლიდან ვიცნობდი და ვიცოდი, რომ 100-150 ევოს საფასურად ამ საქმეს აკეთებდა“- განაცხადა 26 წლის ქალმა, რომელსაც არასრულწლოვანი გოგონას რეგულარული სუტინიორობა ედება ბრალად.
დაკავებულთა შორის არის 64 წლის მამაკაციც, რომელმაც ორ არასრულწლოვან, 15 და 17 წლის გოგონებთან სექსუალური კავშირი დაამყარა.
დამნაშავეთა ჯგუფის დაკავების შემდეგ, ჯგუფის საქმიანობის მრავალი აღმაშფოთებელი დეტალი გამოიკვეთა. სუტინიორთა ერთერთმა მსხვერპლმა, 15 წლის გოგონამ ჟურნალისტ ზინა კუცელინის გადაცემაში გაამხილა, თუ როგორ მოხვდა ის სუტინიორების მიერ კარგად აწყობილ ,,პორნობიზნესში“.
,, მე მათთან, 17 წლის მეგობარმა ბიჭმა დამაკავშირა, რომელსაც უკვე სამი წელია ვიცნობდი და ვენდე. მივხვდი, რომ მათ ფული ჰქონდათ და არ მინდოდა ამ შანსის გაშვება“… შემდეგ გოგონამ აღწერა, თუ როგორ აცდუნეს ის: ,,ღამის კლუბებში, სადაც მეგობარ ბიჭთან ერთად დავდიოდი, სხვა ცხოვრება ვნახე, თუმცა მას რომ არ ვეცდუნებინე, ეს ამბავი არ დამემართებოდა!“ გოგონა ხანდაზმულ მამაკაცებთან პაემანზე დაჰყავდათ, რის შემდეგაც მას გარკვეულ თანხას უხდიდნენ და, ჯაჭვური პრინციპით, ერთი მომხმარებლის მეშვეობით გოგონა სხვა მომხმარებელს იცნობდა.
გასულ კვირას, ზემოხსენებულ საქმეზე, პირველ ჯერზე სამი პირი დააკავეს. დანაშაულებრივი დაჯგუფების მთავარი წევრი 31 წლის, ვინმე “ლორელა” აღმოჩნდა, რომელსაც 2022 წლის დასაწყისიდან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა 15 წლის მოზარდთან და ,,ეხმარებოდა“ მას “კლიენტების” პოვნაში. 31 წლის ,,ლორელა“ საკუთარ სახლში, კოლონოსში დააკავეს. მისი მეზობლები აღნიშნავენ, რომ ის შემჩნეული ჰყავდათ “უცნაური” კონტაქტებში, რომელსაც ქალი ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ამყარებდა.
გასულ კვირას, მეორე დაკავებული 34 წლის მამაკაცია, რომელიც “ლორელას” მეგობარი იყო. მამაკაცი 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დაუკავშირდა ზემოხსენებულ არასრულწლოვანს და შესთავაზა მდიდარი “კლიენტების” მოძიება ანაზღაურებადი სექსუალური პაემნებისათვის. მამაკაცმა არასრულწლოვანს გულახდილი ვიდეო გადაუღო, რომლის ინტერნეტსივრცეში განთავსების მეშვეობითაც, მინიმუმ 10 პაემანი დაინიშნა და შეხვედრები ათენის ცენტრში მდებარე სხვადასხვა სასტუმროებში შედგა.
მესამე დაკავებულს ბრალად ედება 2023 წლის ივლისიდან აგვისტომდე ორ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი კორიდალოსის რაიონში, საკუთარ სახლში, სადაც დამკვეთმა, სექსუალური მომსახურების საფასურად 100 – 100 ევრო გადაიხდა.
სამივე დაკავებულს ბრალად ედება თხუთმეტ წლამდე ასაკის პირის ხანგრძლივი, ელექტრონული და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით არასრულწლოვანის სუტენიურობა, პორნოგრაფიის დამზადება, გავრცელება და ფლობა.