მიკონოსი: ცნობილი ბრაზილიელი მოდელი აუზში დამხრჩვალი იპოვეს
მიკონოსი: ცნობილი ბრაზილიელი მოდელი აუზში დამხრჩვალი იპოვეს
25 წლის ბრაზილიელ მოდელს ეკუთვნის ცხედარი, რომელიც მიკონოსის ერთ-ერთი სასტუმროს აუზში იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იაგო ლუის დე კამბო ე სილვა აუზში უგონო მდგომარეობაში სასტუმროს თანამშრომლებმა იპოვეს.
გარდაცვლილი კუნძულ მიკონოსზე, კერძოდ ორნოსში 23 წლის მეგობართან რაიან სილვეირასთან ერთად საზაფხულო შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა.
ახალგაზრდები დიეგოს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
Facebook Comments Box
