მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონია – აცხადებს 16 წლის ბიჭის ძმა, რომელსაც ბრალად 17 წლის მკვლელობა ედება
მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონია – აცხადებს 16 წლის ბიჭის ძმა, რომელსაც ბრალად 17 წლის მკვლელობა ედება
9 იანვარს არის ჩანიშნული 16 წლის ბიჭის პროკურორთან შეხვედრა, რომელიც სერესში მომხდარ 17 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემს.
16 წლის ბიჭის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლით. დაკავებულმა ადვოკატს უთხრა, რომ 2-3 მუშტი მოხვდა მხოლოდ 17 წლის ბიჭს და მას მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონია.
lionnews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულის ძმამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“ჩემი ძმა არასდროს ყოფილა ცუდი ადამიანი. ძალიან ვწუხვართ გარდაცვლილის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო, მაგრამ არც ჩვენ ვართ უკეთეს მდგომარეობაში. ჩემი ძმა მკვლელი არ არის. მისი მოკვლა მას განზრახული არ ჰქონია. ძალიან ნანობს, ამ მომენტშიც კი ტირის საკანში. ტირის ბავშვის გამო, რომელიც ცოცხალი აღარ არის. მკვლელიაო ამბობენ, რანაირად არის მკვლელი?! მკვლელია ის, ვინც იარაღს იღებს ხელში და კლავს. ჩემი ძმა არ არის მკვლელი, ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული იქ სადაც არის. როცა ვკითხე ჩემს ძმას თუ რა მოხდა მიპასუხა, რომ ცუდად დაემთხვა ყველაფერი და არ ჰქონდა არავის მოკვლა განზრახული. ახლაც კი ტირის და განიცდის მომხდარს.”
