მიტილინი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 19 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
მიტილინი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 19 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 19 წლის ბიჭმა მღერადან, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომლითაც ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, 2 ცხენს შეეჯახა. უბედური შემთხვევა ორშაბათს გამთენიისას აბელაკიას ტერიტორიაზე მოხდა. ავტომანქანით 4 მგზავრი გადაადგილდებოდა.
იმავე დღეს პოლიციამ დააკავა ცხენების მეპატრონე, 40 წლის სამხედრო.
დაკავებულის წინააღმდეგ გამოიცა ადმინისტრაციული ჯარიმა, რადგან მისი ცხენები არ ატარებდნენ კანონით გათვალისწინებულ ჩიპებს.
მას ასევე ბრალი ედება დაუდევრობით ადამიანისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში, მაგრამ პროკურორის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე დროებით, სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდე გაათავისუფლეს.