მიტილინი: ცურეკი, რომელსაც 3 თაობა ერთად აცხობს
მიტილინი: ცურეკი, რომელსაც 3 თაობა ერთად აცხობს
კონდიტერების 3 თაობა ერთად აცხობს მიტილინის ერთ-ერთ ყველაზე ძველ საკონდიტროში ცურეკს, რომლის რეცეპტიც ოჯახმა წარსულში კონსტანტინუპოლიდან შეიძინა. სწორედ ეს რეცეპტი იმალება ღუნარის სააღდგომო ცურეკის დაუვიწყარი გემოს უკან, რათქმაუნდა ადგილობრივ სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთან და არომატიზატორებთან ერთად.
“ეს არის ჩვენი ცურეკის საიდუმლო რეცეპტი. კუნძული წარმოუდგენელი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. სწორედ ეს ანიჭებს განსაკუთრებულ გემოს და ხასიათს აქ დამზადებულ კერძებსა და ტკბილეულს. ადგილობრივი, ბუნებრივი პროდუქციის გარეშე როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, არ გამოგივა ასეთი ცურეკი.” – განაცხადა საკონდიტროს მფლობელმა, პარის ღუნარისმა.
Facebook Comments Box
