მიტოვებულ შენობაში ზეწარში გახვეული კაცის ცხედარი იპოვეს
მიტოვებულ შენობაში ზეწარში გახვეული კაცის ცხედარი იპოვეს
დღეს შუადღეს სალონიკში, ეპტაპირღიუს ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცხედარი 56 წლის პოლონეთის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც საბერძნეთში უსახლკაროს სტატუსით იმყოფებოდა და მიტოვებულ შენობაში აფარებდა თავს.
გარდაცვლილი მიტოვებულ შენობაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ზაფხულიდან.
ცხედარს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
Facebook Comments Box