მიცოტაკის ოჯახი მილოცვებს იღებს – პრემიერ მინისტრი იმედოვნებს, რომ 2027 წელს ბაბუა გახდება
მიცოტაკის ოჯახი მილოცვებს იღებს – პრემიერ მინისტრი იმედოვნებს, რომ 2027 წელს ბაბუა გახდება
უკვე ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შვილმა, კონსტანტინოს მიცოტაკისმა მის რჩეულს შობის პერიოდში ხელი სთხოვა, რაზეც მისმა რჩეულმა თანხმობით უპასუხა.
კირიაკოს მიცოტაკისმა საზოგადოებას ნიშნობის შესახებ ახალი წლის ღამეს აცნობა და განაცხადა: “მე და მარევა განსაკუთრებით ბედნიერენი ვართ, რადგან ჩვენმა შვილმა, კონსტანტინოსმა, მის რჩეულს ხელი სთხოვა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს მშობლებისთვის. ბედნიერები ვართ, რომ ვუყურებთ ჩვენ შვილებს როგორ ქმნიან საკუთარ ოჯახებს. ყველას ვუსურვებთ ეს განსაკუთრებული გრძნობა გამოსცადონ, ეს შეუფასებელი გამოცდილება მიიღონ. რაც შეგვეხება მშობლებს, მე და მარევა ვიმედოვნებთ რომ მალე შვილიშვილიც გვეყოლება.”
