Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მიწათმოქმედებმა ხალკიდას ხიდი გადაკეტეს

მიწათმოქმედებმა ხალკიდას ხიდი გადაკეტეს

სხვადასხვა საათებში, თუმცა ერთიანი 48 საათიანი ბლოკადის ფარგლებში ფერმერები და მიწათმოქმედები გადაკეტავენ საბაჟო გამშვებ პუნქტებს. მიწათმოქმედები დადგებიან საბერძნეთი ბულგარეთის საზღვართან და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვართანაც. 

აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, 7 იანვარს შუადღისას, მთავრობის განცხადებების შემდეგ, საერთო კრებებზე მიიღეს.

პრომახონა შუადღის 12:00 საათიდან 10 იანვრამდე იქნება გადაკეტილი. მგზავრების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის გეგმას მომდევნო 48 საათის განმავლობაში გამოსცემს მიწათმოქმედთა და ფერმერთა ასოციაცია.

ნევროკოპიში სატვირთო და კომერციული მანქანების ბლოკადას შაბათს, 10 იანვარს დილის 08:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე განახორციელებენ.

ამჟამად ხალკიდას ხიდია გადაკეტილი. მიწათმოქმედები ხიდზე დილის 10 საათიდან დგანან და ორი დღის განმავლობაში გააგრძელებენ ბლოკადას. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *