მიხანიონა: ვრცელდება კადრები თუ როგორ ამონტაჟებენ ბოროტმოქმედები ბომბს ბანკომატზე
მიხანიონა: ვრცელდება კადრები თუ როგორ ამონტაჟებენ ბოროტმოქმედები ბომბს ბანკომატზე
დაცვის კამერებმა დააფიქსირა დამნაშავეთა დაჯგუფების თითოეული ნაბიჯი, რომლის წევრებმაც სალონიკსა და სერესში მდებარე ბანკომატებზე ბომბი დაამონტაჟეს, რათა შეძლებოდათ ბანკომატებში არსებული თანხის გატანა.
ვიდეოკადრები ტელემაუწყებელმა ΕΡΤ-მა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ამონტაჟებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, გარბიან შორს, ელოდებიან აფეთქებას, შემდეგ ბრუნდებიან თანხის წასაღებად და ადგილიდან მოპარული მანქანებით უჩინარდებიან.
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ჯამში 11 ძარცვისთვისა და 6 ქურდობისთვის ედებათ ბრალი. მოპარული 6 მანქანიდან სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე იპოვეს 5 და გადასცეს მესაკუთრეებს. დამნაშავეებს ჯამში 503 740 ევროს ოდენობის თანხა აქვთ მითვისებული.
