Latest news
9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთი

მკვლელობა კოსზე: სავარაუდოდ ანასტასია ბანგლადეშელს ნარკოტიკის შესაძენად შეხვდა-აცხადებს მისი პარტნიორი.

მაშინ, როცა კუნძულ კოსზე პოლონეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში მთავარი ბრალდებული, 32 წლის ბანგლადეშელი მამაკაცი კატეგორიულად უარყოფს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ანასტასიას პოლონელი პარტნიორი დუმილს არღვევს და მსხვერპლის და მისი მკვლელის სავარაუდო ნაცნობობაზე საუბრობს.

28 წლის მიხაილი აღწერს იმ გარემოებებს, რომელშიც ანასტასია მკვლელობის ღამეს იმყოფებოდა და ასაჯაროვებს ბოლო დიალოგს, რომელიც მას მეგობარ გოგონასთან მის გაუჩინარებამდე ჰქონდა.

„მან სამსახურში ხელი დაიწვა და ძალიან ნერვიულობდა ამის გამო. ის იმ დღეს ძალიან ცოტას ჭამდა, უგუნებოდ იყო და ფიქრობდა, რომ ალკოჰოლი და მარიხუანა ტკივილს შეუმსუბუქებდა. ანასტასია მას ალბათ მარიხუანას შესაძენად დაუკავშირდა,  ალკოჰოლის მიღების შემდეგ კი მან ვეღარ გააცნობიერა რა საფრთხე ელოდა“- ამბობს 28 წლის პოლონელი, რომელიც თვლის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ანასტასია შეხვდა თავის სავარაუდო მკვლელს, იყო მისგან ნარკოტიკის მიღება.

იმ საბედისწერო ღამეს მიხალი  მუშაობდა, ამიტომ ანასტასია ოთახში მარტო იყო.

ცვლა რომ დაასრულა მიხაილი ბარში წავიდა, სადაც ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ გოგონა იქ არ მივიდა.

მანამდე ანასტასიამ მას მობილურზე გაუგზავნა ადგილი სადაც იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ მან ლოკაცია სამჯერ შეცვალა, რამაც აფიქრებინა 28 წლის მამაკაცს, რომ მის შეყვარებულს რაღაც ცუდი შეემთხვა.

„არ ვიცოდი, რომ ის სადმე ვინმესთან ერთად იყო და სასმელს სვამდა, რადგან იმ დროს სამსახურში ვიყავი. არ მითხრა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. მითხრა, რომ კარგად იყო და მოგვანებით შემხვდებოდა. ჩვენ დავნიშნეთ შეხვედრა მარმარის ცენტრში მდებარე ბარში, მაგრამ ის იქ არ მოსულა. მან გამომიგზავნა მისი ადგილმდებარეობა, მაგრამ შემდეგ შეცვალა და სამი, სხვადასხვა ლოკაცია მიჩვენა. ვნერვიულობდი, რადგან ტელეფონს არ პასუხობდა, რის შემდეგაც დედამისს და პოლიციას შევატყობინე“ – განმარტავს ის.

„ბოლო შეტყობინებაში, რომელიც მან გამომიგზავნა სანამ მობილურს გათიშავდა, მომწერა, რომ ვიღაც მოტოციკლით აპირებდა მის წაყვანას. მე ვუთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან მეშინოდა.

ანასტასიას მკვლელს წარსულში გარკვეული კანონდარღვევების გამო შეხება ჰქონდა  სამართალდამცავ ორგანოებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა მან რამდენიმე წელი გაატარა საბერძნეთში უპრობლემოდ.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ტურისტულ ლოკაციად მიჩნეულ ადგილას ადამიანი შეიძლება გახდეს მსხვერპლი, თუ ის მოიხმარს ბევრ ალკოჰოლს. ჩვენ ვიცით, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველას არ ვენდოთ, მაგრამ არ არის სამართლიანი პასუხისმგებლობის მკვლელიდან მსხვერპლზე გადატანა” – ხაზს უსვამს ახალგაზრდა პოლონელი.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *