Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
მსოფლიოკრიმინალი

ალბანეთი: მკვლელობა ციხეში დრონით გადაცემული იარაღით

ალბანეთი: მკვლელობა ციხეში დრონით გადაცემული იარაღით

პატიმარმა რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მოკლა თანაპატიმარი უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში – მას იარაღი დრონით გადასცეს!

დააკავეს ციხის 13 ადმინისტრატორი – ვრცელდება ჭორები არეულობის შესახებ მთელი ქვეყნის ციხეებში, სადაც ორგანიზებული დანაშაულის მრავალი ცნობილი სახელია დაკავებული.

სცენები პირდაპირ პოლიციური ფილმის სცენარიდან განვითარდა პეკინში, ცენტრალურ ალბანეთში, უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში, როდესაც 28 წლის პატიმარმა რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მოკლა კიდევ ერთი პატიმარი და დაჭრა სხვა ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც, სავარაუდოდ მას „ციდან“ მიაქოდეს დრონის მეშვეობით!

დაზარალებული უვადო პატიმრობას იხდიდა იმ ოჯახის წევრის მკვლელობის, ცეცხლის წაკიდებისა და გაუჩინარების ბრალდებით, რომელთანაც 2012 წლიდან მის ოჯახს ვენდეტა აკავშირებდა, ასევე ორი ჩეხი ტურისტის ყაჩაღობისთვის და მკვლელობისთვის.

ცამეტი მაღალი თანამდებობის ციხის ადმინისტრატორი პეკინში პოლიციამ დააკავა.

ქვეყანა მზადყოფნაშია, რადგან არეულობების შესახებ ჭორები გავრცელდა მთელი ქვეყნის ციხეებში, სადაც ბოლო დროს ორგანიზებული დანაშაულის მრავალი ცნობილი სახელი არის დაკავებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *