მკვლელობის შემდეგ შვილებს მოკლული ცოლის ტელეფონიდან შეტყობინება გაუგზავნა: დედა ფულის საშოვნელად წავიდა შორს.. და არ ვიცით როდის დაბრუნდება..
მკვლელობის შემდეგ შვილებს მოკლული ცოლის ტელეფონიდან შეტყობინება გაუგზავნა: დედა ფულის საშოვნელად წავიდა შორს.. და არ ვიცით როდის დაბრუნდება..
თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, ტელეფონის სატენი ყელზე შემოახვია და გაგუდა.. მოკლული ცოლის ცხედარი ჯერ კარადაში გადაიტანა, შემდეგ კი სხვენში აიტანა. მეორე დღიდან ბოროტმოქმედმა შვილებს მოკლული ცოლის ტელეფონიდან შეტყობინება გაუზგავნა.. “შორს წავედი, რომ ფული მოვაგროვო და საბუთები გავაკეთო.. მე და მამა დავშორდით, ამიტომ დაუჯერეთ მას და არ გაანერვიულოთ. როცა საკმარის ფულს მოვაგროვებ დავბრუნდები და ჩემთან წამოგიყვანთ..”
პოლიციის ხელთ არსებული ინფრომაციის თანახმად დაკავებული დარწმუნებული იყო, რომ უკვე დიდი ხანია მისი მეუღლე მის მეგობართან ღალატობდა. მკვლელობის დღეს მოისმინა თუ როგორ ლაპარაკობდა მისი ცოლი ტელეფონზე, იეჭვიანა და იფიქრა, რომ მის საყვარელს ელაპარაკებოდა და გადაწყვიტა მოეკლა.
მკვლელობის დროს ბავშებს ოთახში ეძინათ. თუმცა მოძალადემ მოახერხა ისე გამოესალმებინა ცოლი სიცოცხლისთვის და გარდაცვლილის ცხედარი ისე აეტანა სხვენში, რომ ბავშებს ვერაფერი გაეგოთ. მკვლელობის შემდეგ კი შვილებს დედის ტელეფონიდან შეტყობინებები გაუგზავნა: “ჩემო პატარა დედა მიდის, ერთ პატარა ჩემოდანში ჩავაწყე ტანსაცმელი და წავედი. უკვე პატრაში ვარ და სახლში აღარ დავბრუნდები. ამიტომ გაუფრთხილდი შენს ძმას და დაუჯერე მამას. როცა მოვაგროვებ ფულს და გავაკეთებ საბუთებს დავბრუნდები და წამოგიყვანთ ჩემთან. ახლა საჭიროა რომ შორს ვიყო თქვენგან, მამას დავშორდი. ამიტომ უნდა მოუსმინოთ მას და დაუჯეროთ.. არ გააბრაზოთ. კარგი ჩემო პატარა? როცა შევძლებ დაგირეკავთ. არ ინერვიულოთ, კარგად ვიქნები და დაგირეკავთ როგორც კი შევძლებ. გკოცნით შენც და შენს ძმასაც. გაფრთხილდით და გაუფრთხილდით მამას.”